სახელმწიფო ხაზინის აუქციონი დეპოზიტების განთავსებაზე



2024 წლის 1 ოქტომბერს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 კვირიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.

აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 200 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.0822 პროცენტით. აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 2 ოქტომბერს.