2023 წლის 14 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N57 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 60 116 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.150%, მაქსიმალური 9.255%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.251%.