70 მლნ ევრო საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამისთვის



საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის, ხელი მოეწერა "საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 70 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, შერაზ გასრიმ, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა, ფანი დელფიმ.

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი.

70 მლნ ევროდან ინფრასტრუქტურის კომპონენტისთვის გამოყოფილია 35 მლნ ევრო და ითვალისწინებს:
• ზემო სამგორის ირიგაციის არხის მოდერნიზებას;
• ხარისხიანი სოფლის მეურნეობის პროდუქციის რესურსის კუთხით ეფექტიანი წარმოების გაზრდას;
• ადგილობრივი მოსახლეობისათვის სურსათის ხელმისაწვდომობისა და რეგიონულ ბაზრებზე ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობის ზრდას;
• კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ მდგრადი ირიგაციის სისტემის დანერგვას.

35 მლნ ევრო გათვალისწინებულია ბიუჯეტის მხარდამჭერი პროგრამისთვის, რომელიც მოიცავს:
• საირიგაციო რესურსების მდგრადი და ინკლუზიური მართვისთვის სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერას;
• პოლიტიკისა და ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებას სოფლის მეურნეობასა და წყლის მენეჯმენტში კლიმატ-გონივრული პრაქტიკის ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად;
• შპს საქართველოს მელიორაციის მმართველობისა და რისკების მართვის გაუმჯობესებას.

პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შპს საქართველოს მელიორაციასთან ერთად.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

26ივლისი დღე თვე წელი
2024 25.07 01.07 01.01
  25.07 25.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 950.42 226.7 1 577.3
შემოსულობები : 109.4
1 825.114 273.9
მ.შ გადასახადები :13.1
1 513.611 428.8
გადასახდელები : 107.62 099.7
13 899.0
ნაშთი ბოლოს : 1 952.2 1 952.21 952.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა