2018 წლის 4 დეკემბერს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე გამოტანილი დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 100 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 7.0923 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 5 დეკემბერს.
ამასთან, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ 210 მილიონი ლარის დეპოზიტს.