2019 წლის 7 მაისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N19 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 113 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 6.570%, მაქსიმალური 6.610%, ხოლო საშუალო შეწონილი 6.580%.