2019 წლის 13 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N34 აუქციონზე გაიყიდა 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 102 045 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 6.700%, მაქსიმალური 6.770%, ხოლო საშუალო შეწონილი 6.743%.