საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობების მხარდაჭერა საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმისთვის



დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ევროპისა და აზიის განყოფილების დირექტორმა შტეფან ოპიცმა, საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ახალმა რეგიონულმა დირექტორმა სესილი კოპრიემ ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებებს.

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმისთვის:

· სასესხო ხელშეკრულება „ენერგეტიკის სექტორის რეფორმა - მეორე ფაზა“ (PBL) – 60 მილიონი ევრო. (KfW)
· სასესხო ხელშეკრულება „ენერგეტიკის სექტორის რეფორმა - მეორე ფაზა“ (PBL) – 60 მილიონი ევრო. (AFD)

KfW და AFD მზად არიან მხარი დაუჭირონ საქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილ რეფორმებს, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებასა და ენერგეტიკული სიმძლავრეების განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ოთხწლიანია, რომელზეც 2018 წლის 14 მაისს, საქართველოს მთავრობას, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის, ხელი მოეწერა განზრახულობათა დეკლარაციას (გერმანიის და საფრანგეთის ფინანსური თანამშრომლობა საქართველოსთან). პროგრამის ფარგლებში, 2018 წელს ჩამოირიცხა KFW - 49 მილიონი ევრო და AFD - 25 მილიონი ევრო სესხების სახით. ამასთან, პროგრამაში ევროკავშირის კონტრიბუცია შეადგენს 8,44 მილიონ ევროს გრანტის სახით.

ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონიალს მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანი ტომას ბარაისი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  30ივნისი დღე თვე წელი
2025 27.06 01.06 01.01
  27.06 27.06
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 090.71 973.5 1 386.2
შემოსულობები : 138.8
1 947.813 081.7
მ.შ გადასახადები :112.4
1 563.710 449.0
გადასახდელები : 107.71 799.5
12 346.1
ნაშთი ბოლოს : 2 121.8 2 121.82 121.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა