2019 წლის 5 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N45 აუქციონზე გაიყიდა 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 134 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.730%, მაქსიმალური 9.120%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.072%.