სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით რეფორმების მხარდასაჭერად საქართველო საფრანგეთისგან 35 მლნ ევროს მიიღებს



დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა გაელე ასაიაგმა, ხელი მოაეწერეს შეთანხმებას საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის, რომლის საფუძველზეც სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად, საქართველო 35 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს მიიღებს.

საფრანგეთის განვითარების სააგენტო საქართველოსთან თანამშრომლობს სოციალურ სფეროში 3-წლიანი (2018-2020) პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სოციალური მხარდაჭერისა და სოლიდარობის სისტემის განვითარება, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადეკვატური მომსახურების გაწევა, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის უზრუნველყოფა, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გამოყოფილი რესურსების ოპტიმიზაცია, რომელიც გულისხმობს ავარიული შენობის დახურვას, საჭიროების მქონე ოჯახის შესაბამის საცხოვრებელში განთავსებას და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებას.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 35 მილიონი ევროს ოდენობის პირველი ტრანში მიმდინარე წლის დასაწყისში უკვე ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  30ივნისი დღე თვე წელი
2025 27.06 01.06 01.01
  27.06 27.06
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 090.71 973.5 1 386.2
შემოსულობები : 138.8
1 947.813 081.7
მ.შ გადასახადები :112.4
1 563.710 449.0
გადასახდელები : 107.71 799.5
12 346.1
ნაშთი ბოლოს : 2 121.8 2 121.82 121.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა