2021 წლის 9 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N5 აუქციონზე გაიყიდა 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 7-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 62 497 000 ლარი.
დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.940%, მაქსიმალური 8.000%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.940%.