ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა



საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი.

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც სამაგალითო მეგობრობასთან ერთად, აკავშირებს საერთო ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანზიტო და სატრანსპორტო სფეროში პარტნიორობის მნიშვნელობას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალი ერთობლივი საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობის პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს მნიშვნელოვნად დაჩქარდეს და გამარტივდეს საზღვრის კვეთის პროცედურები, გამყარდეს ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო კავშირები და სავაჭრო პოზიციები.

როგორც აღინიშნა, ორ პარტნიორ უწყებას აქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო გაფართოვდეს მხარეთა შორის ინფორმაციის გაცვლის არეალი, გაიზარდოს საბაჟო პროცედურების მართვის ეფექტურობა და სხვა.

საუბარი, ასევე, შეეხო პანდემიის პირობებში, საბაჟო ადმინისტრაციებს შორის კოორდინაციის საკითხებს, რამაც უზრუნველყო არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის, არამედ მთლიანად რეგიონში, ტვირთების შეუფერხებელი მიწოდება.

მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ორივე ქვეყანა წარმატებით შეძლებს COVID-19-ის პანდემიის გავლენის შემცირებას და ეკონომიკის აღდგენას.

შეხვედრის დასასრულს ფინანსთა მინისტრმა აზერბაიჯანის ელჩს წარმატებები უსურვა საქმიანობაში და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

28მარტი დღე თვე წელი
2024 27.03 01.03 01.01
  27.03 27.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 491.71 418.2 1 577.3
შემოსულობები : 25.71 605.85 375.7
მ.შ გადასახადები :17.9
1 342.84 516.8
გადასახდელები : 71.11 578.5
5 506.8
ნაშთი ბოლოს : 1 446.2 1 446.21 446.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა