2021 წლის 8 ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N19 აუქციონზე გაიყიდა 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 68 242 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.140%, მაქსიმალური 9.190%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.153%.