2021 წლის 9 ნოემბერს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 100 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 10.0880 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 10 ნოემბერს.
ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ 200 მილიონი ლარის დეპოზიტს.