ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას



ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გასაღრმავებლად და ინვესტორების დაინტერესების გასაზრდელად.

დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ანა ბიერდესთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან, კოენ დევიდსთან და მმართველ დირექტორთან, აქსელ ვან ტროტსენბურგთან, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, მასაცუგუ ასაკავასთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, ოდილ რენო-ბასოსთან, ასევე, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან, ვერნერ ჰოიერთან, გარდა ამისა, მოლაპარაკებები შედგება მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოში,  საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან, სარეიტინგო და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინაში, ათასწლეულის გამოწვევის ვიცე-პრეზიდენტთან და სხვა.

მინისტრის თანმხლებ პირებს წარმოადგენენ გიორგი კაკაურიძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, ეკატერინე გუნცაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

შეხვედრების ფარგლებში, საუბარი გაიმართება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დონორების ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე, საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და უცხოური ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებზე, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების თაობაზე, ამ მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებზე.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  01ივლისი დღე თვე წელი
2025 30.06 01.06 01.01
  30.06 30.06
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 121.81 973.5 1 386.2
შემოსულობები : 198.2
2 206.913 340.8
მ.შ გადასახადები :85.4
1 649.110 534.5
გადასახდელები : 335.32 195.7
12 742.2
ნაშთი ბოლოს : 1 984.7 1 984.71 984.7

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა