სამუშაო შეხვედრა ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის გაუმჯობესებისთვის



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) კოორდინირებით, შვედეთის ფინანსური მართვის ეროვნულ უწყებასთან (ESV) თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც ,,საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში მომსახურების გაწევის შესახებ“ შეთანხმების საკითხებს მიეძღვნა. მასში მონაწილეობა მიიღეს 6 სამინისტროსა და 13 საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლებმა.

„საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში მომსახურების გაწევის შესახებ“ შეთანხმების მიზანია, სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ(ებ)ს შორის მენეჯერულ ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება.

მიმდინარე ეტაპზე უკვე გაფორმებულია 10-მდე შეთანხმება პილოტურ პროექტში ჩართულ სამინისტროებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის. შეხვედრების ფარგლებში, საპილოტედ შერჩეული სამინისტროებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლებს შვედმა კოლეგებმა გაუზიარეს პრაქტიკული გამოცდილება ,,საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში მომსახურების გაწევის შესახებ“ შეთანხმების არსისა და საბიუჯეტო დაწესებულებებისთვის მისი დანერგვით მისაღები სარგებლის შესახებ. ამასთან, ხაზი გაესვა შეთანხმებების პრაქტიკის დანერგვის პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის შესაძლებლობებს, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, მხარდაჭერილ მიდგომას აღნიშნულ საკითხთან მიმართებით.

შეთანხმებების დანერგვა/გაუმჯობესება მნიშვნელოვანი ფაქტორია ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის და შესაბამისად, პროგრამული ბიუჯეტირების დახვეწის თვალსაზრისით. აღნიშნული გამომდინარეობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 8მაისი დღე თვე წელი
2025 07.05 01.05 01.01
  07.05 07.05
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 345.21 619.3 1 386.2
შემოსულობები : 51.8
357.09 049.0
მ.შ გადასახადები :41.1
325.87 416.7
გადასახდელები : 33.1612.5
9 071.4
ნაშთი ბოლოს : 1 363.8 1 363.81 363.8

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მაისი>
ორსაოთხუპაშაკვ
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა