საქართველოს მთიანი რეგიონების საჯარო სკოლებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის საქართველო 6.5 მილიონ ევროს მიიღებს



აღნიშნული რესურსი შესაძლებლობას გვაძლევს, განხორციელდეს საქართველოს შერჩეულ მთიან რეგიონებში სკოლის მოსწავლეებისთვის სოციალური განვითარების პლატფორმისა და კონკრეტულად, სწავლის პირობების გაუმჯობესება (რაც გულისხმობს სკოლების სრულ რეაბილიტაციასა და/ან რეკონსტრუქციას), მიღწეულ იქნეს ენერგოეფექტურობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება და სხვა სოციალური ღონისძიებები.

პროექტს ექნება მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტი.მრავალმხრივი რეაბილიტაცია მოიტანს ბევრ სარგებელს,როგორიცაა: სწავლებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება, მოსწავლეებისა და მასწავლებლების გაუმჯობესებული ცხოვრებისა და კომფორტის დონე. ის ხელს შეუწყობს ენერგიის დაზოგვასა და მის ეფექტურ გამოყენებას, კომუნალური ხარჯებისა და გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას. ასევე, გაიზრდება სასკოლო ინფრასტრუქტურის მდგრადობა სეისმური აქტივობების მიმართ, გაუმჯობესდება მოსწავლეებისა და მასწავლებლების უსაფრთხოება.

პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი ფინანსური რესურსი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გადაეცემა.

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო დონორთა ფართო წარმომადგენლობა: საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პირველი მდივანი, განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი სიგრიდ ბრეთელი, შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი, საქართველოში დანიის სამეფოს საპატიო კონსული ესბენ ემბორგი, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს ადგილობრივი მისიის ხელმძღვანელის მოადგილე საულიუს ვალაინისი, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე  მარკო სოლდიჩი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი. 

ქართული მხრიდან ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ:საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა ხანდოლიშვილი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი დავით ტაბიძე.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

17იანვარი დღე თვე წელი
2025 16.01 01.01 01.01
  16.01 16.01
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 693.71 386.2 1 386.2
შემოსულობები : 224.7
1 367.81 367.8
მ.შ გადასახადები :187.1
1 108.21 108.2
გადასახდელები : 204.71 040.3
1 040.3
ნაშთი ბოლოს : 1 713.7 1 713.71 713.7

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<იანვარი>
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2024 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა