წელს საქართველო და მსოფლიო ბანკი თანამშრომლობის 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ



დღეს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსსა და მსოფლიო ბანკის პროგრამების ახალ ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში, მიგელ ედუარდო სანჩეს მარტინს, შეხვდა.

სამუშაო შეხვედრას ასევე დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში მიმდინარე და სამომავლო პროექტები.

ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს, მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი დახმარების გამო, ასევე იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი უწევს ქვეყანას მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში.

აღსანიშნავია, რომ წელს ბანკთან თანამშრომლობის 30 წლის იუბილე აღინიშნება. ფინანსთა მინისტრმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ამ პარტნიორობის მნიშვნელობას.

მსოფლიო ბანკთან 30-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ბანკის 100-ზე მეტ პროექტში, დაახლოებით, 3.8 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

11დეკემბერი დღე თვე წელი
2023 08.12 01.12 01.01
  08.12 08.12
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 699.01 804.1 1 247.5
შემოსულობები : 72.3448.220 626.2
მ.შ გადასახადები :66.1
347.615 671.9
გადასახდელები : 123.8604.820 226.1
ნაშთი ბოლოს : 1 647.6 1 647.61 647.6

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<დეკემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა