ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდასაჭერად გერმანიის მთავრობა 27 მილიონ ევროს გამოყოფს ბიუჯეტის მხარდამჭერი პროგრამის მეშვეობით



დღეს საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის, ხელი მოეწერა შეთანხმებას ,,ეკონომიკის სტაბილიზაცია ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდაჭერით“, რომლის მიხედვით საქართველოს გამოეყოფა 27 მილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტის მხარდამჭერი ფინანსური რესურსი.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და KfW-ს თბილისის ოფისის დირექტორმა, ბირგიტ ჰოლდერიდ კრესმა.

ღონისძიებას დაესწრო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერი.

შეთანხმება გულისხმობს, ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მეხუთე ფაზის განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ, ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერას. ამ შეთანხმებით საქართველოს მთავრობა გააგრძელებს განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტურობისა და ბაზარზე ორიენტირებული ელექტროენერგიის პოტენციალის რეალიზებას.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  04ივლისი დღე თვე წელი
2025 03.07 01.07 01.01
  03.07 03.07
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 891.31 984.7 1 386.2
შემოსულობები : 115.0
220.413 561.4
მ.შ გადასახადები :39.4
126.710 661.2
გადასახდელები : 45.1243.9
12 986.3
ნაშთი ბოლოს : 1 961.2 1 961.21 961.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა