2022 წლის 15 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N48 აუქციონზე გაიყიდა 100 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 233 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.990%, მაქსიმალური 9.099%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.014%.