2022 წლის 15 ნოემბერს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე განთავსებული დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 200 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 11.0730 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 16 ნოემბერს.
ასევე, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ 400 მილიონი ლარის დეპოზიტს.