ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონულ დირექტორს ევროპაში, რანა კარადშეს შეხვდა



საქართველოსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონულმა დირექტორმა ევროპაში, რანა კარადშემ.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, IFC-ის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტე და IFC-ის წარმომადგენელი საქართველოში თეა გიგიბერია.

საუბარი შეეხო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობას. ასევე, კაპიტალის ბაზრის განვითარების საკითხებს, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის დაკრედიტებისა და აღნიშნულ სექტორში საინვესტიციო პოტენციალის ზრდის შესაძლებლობებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს. როგორც აღინიშნა, მიმდინარე წლის 9 თვეში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 10.2 პროცენტი შეადგინა. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო მთავრობის რეფორმების დღის წესრიგი.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონულმა დირექტორმა გამოთქვა მზაობა, მომავალში უფრო აქტიურად გაგრძელდეს პარტნიორობა ქართულ მხარესთან საჯარო და კერძო სექტორის განვითარებისთვის.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

28ნოემბერი დღე თვე წელი
2022 25.11 01.11 01.01
  25.11 25.11
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 394.91 504.8 881.4
შემოსულობები : 89.11 376.817 179.1
მ.შ გადასახადები :82.41 301.313 046.5
გადასახდელები : 68.01 465.616 644.5
ნაშთი ბოლოს : 1 416.0 1 416.01 416.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ნოემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2022 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა