ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნა



2023 წლის 26 იანვარს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის 180-ზე მეტ წევრ საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად, საბაჟოს საერთაშორისო დღეს აღნიშნეს.

წელს საბაჟოს საერთაშორისო დღის საერთო სლოგანია - ,,იზრუნე მომავალ თაობაზე, გააზიარე გამოცდილება და ცოდნა”.

საზეიმო ღონისძიება სასტუმრო „პილმანში“ გაიმართა. მებაჟე ოფიცრებს პროფესიული დღე მიულოცეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ, ასევე სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ და საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ სიჭინავამ.

ღონისძიებას დაესწრნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე პარტნიორი უწყებებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა აზერბაიჯანის, თურქეთის, მოლდოვას, ასევე უკრაინისა და უზბეკეთის სახელმწიფო საბაჟო ადმინისტაციების ხელმძღვანელი პირების ვიდეო მილოცვები მოისმინეს.

სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ღირსების მოწმობები გადაეცათ საბაჟო დეპარტამენტის 18 მებაჟე-ოფიცერს, პარტნიორ უწყებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლობას.

ამასთან, საბაჟო სისტემების ციფრული ტექნოლოგიებით სრულყოფის პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის, ასევე პირველი რობოტი მებაჟე ოფიცრის შექმნისთვის მადლობის სერტიფიკატი გადაეცა ინოვაციურ კომპანია „ZEPTOS“-ს.


სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

  27ივნისი დღე თვე წელი
2025 26.06 01.06 01.01
  26.06 26.06
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 976.11 973.5 1 386.2
შემოსულობები : 154.0
1 809.012 942.7
მ.შ გადასახადები :45.2
1 451.310 336.6
გადასახდელები : 39.31 691.8
12 238.1
ნაშთი ბოლოს : 2 090.7 2 090.72 090.7

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივნისი>
ორსაოთხუპაშაკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა