2023 წლის 7 მარტს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონები გაიმართება.
2023 წლის 7 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონებზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებებს (GETD23907114) და პირველადი დილერების საპილოტე პროგრამის ფარგლებში შერჩეულ, 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების, 2.9 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციებს (GETC26128024) განათავსებს.
აღნიშნული ბენჩმარკ ობლიგაციების აუქციონში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს მიერ შერჩეულ პირველად დილერებს, რომელთაც პირველადი დილერის სტატუსი მიენიჭათ ფინანსთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკსა და პირველად დილერს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე.