2023 წლის 6 ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N26 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 40 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.240%, მაქსიმალური 9.570%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.488%.