2023 წლის 6 ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N27 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2.6 წლიანი ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 68 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.450%, მაქსიმალური 8.700%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.661%.