2023 წლის 20 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N3 გამოსყიდვის აუქციონზე გამოსყიდულ იქნა 13 931 000 ლარის ნომინალური ღირებულების 1.06 წლის (საწყისი ვადიანობით 2 წლიანი) ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები საიდენტიფიკაციო ნომრით: GETC24A06411 და 1 200 000 ლარის ნომინალური ღირებულების 0.31 წლის (საწყისი ვადიანობით 2 წლიანი) ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები საიდენტიფიკაციო ნომრით: GETC24106022. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. დაფიქსირებული მაქსიმალური გადახრა თეორიული საბაზრო საპროცენტო განაკვეთიდან: -0.20% და -0.25%.