2023 წლის 14 ნოემბერს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონები გაიმართება.
2023 წლის 14 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებებს და 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების, 11 წლის საწყისი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციებს განათავსებს.