2023 წლის 14 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N58 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 11 წლის ვადიანობის ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 45 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.249%, მაქსიმალური 8.480%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.314%.