2023 წლის 21 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N59 აუქციონზე გაიყიდა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6.4 წლის ნარჩენი ვადიანობის (საწყისი ვადიანობით 10 წლიანი) მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები (GETC30423171).
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 112 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.399%, მაქსიმალური 8.450%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.434%.