2023 წლის 5 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N61 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 60 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.010%, მაქსიმალური 9.180%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.068%.