2023 წლის 5 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N62 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 3.1 წლიანი ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 97 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.300%, მაქსიმალური 8.415%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.389%.