2024 წლის 20 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N11 აუქციონზე გაიყიდა 75 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 7.4 წლიანი ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 112 500 000 ლარი.
დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.200%, მაქსიმალური 8.300%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.291%.