2024 წლის 19 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N17 აუქციონზე გაიყიდა 75 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 7.3 წლიანი ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 132 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.990%, მაქსიმალური 8.000%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.997%.