2024 წლის 26 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N18 აუქციონზე გაიყიდა 100 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5.4 წლიანი ნარჩენი ვადიანობის ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 173 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.940 %, მაქსიმალური 8.030%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.978%.