2024 წლის 23 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N24 აუქციონზე გაიყიდა 85 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5.3 წლიანი ნარჩენი ვადიანობის ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 159 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.825%, მაქსიმალური 8.450%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.324%.