2023 წლის 7 მაისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N26 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2.7 წლიანი ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 99 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.900%, მაქსიმალური 8.000%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.983%.