ADB-ის წლიურ შეხვედრას ვმასპინძლობთ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, რაც ევროპული ოჯახის ფესვებთან დაბრუნების გზაზე გადადგმული დიდი საეტაპო მოვლენაა



„ADB-ის წლიურ შეხვედრას ვმასპინძლობთ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, რაც ევროპული ოჯახის ფესვებთან დაბრუნების გზაზე გადადგმული დიდი საეტაპო მოვლენაა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია.

„ნება მომეცით, მოგესალმოთ აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე. წელს ჩვენი შეხვედრის თემაა: „ხიდი მომავლისაკენ“ და იგი განსაზღვრავს იმ გლობალური გზის სულისკვეთებას, რომელსაც მთავრობებმა და განვითარებაზე ორიენტირებულმა მრავალეროვნულმა ბანკებმა უნდა მიმართონ მსოფლიოში გეოპოლიტიკასთან დაკავშირებული უპრეცედენტო გამოწვევებისა და კლიმატის ცვლილების დასაძლევად, ასევე, თანასწორობისა და მდგრადი განვითარებისა და სხვა მიზნების მისაღწევად. ღონისძიების მიზანია გაცხადდეს საქართველოს მისწრაფება და ქვეყანამ თავი დაიმკვიდროს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელმა ქვეყანამ. წელს გმასპინძლობთ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე სახელმწიფო და იმედი მაქვს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, იქნება შუა დერეფნის კონტექსტში ჩვენი როლის დაფასების კიდევ ერთი მაგალითი. უდიდესია აზიის განვითარების ბანკისა და განვითარებაზე ორიენტირებული სხვა მრავალეროვნული ბანკების როლი პანდემიისა და პოსტპანდემიურ პერიოდში.

აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობამ და მისმა მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა წევრი სახელმწიფოების მიღწევებში, მაგრამ გამოწვევები რჩება და მათ შორისაა რთული და მრავალფეროვანი საკითხები, ხოლო ბანკის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია წევრ სახელმწიფოებთან მიმართებით, რათა მათ წარმატებით მოახერხონ ამ პრობლემების დაძლევა. აზიის განვითარების ბანკი საიმედო პარტნიორია საქართველოსთვის და ყველა თქვენგანისთვის. 2007 წელს აზიის განვითარების ბანკში გაწევრიანების შემდეგ საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. ჩვენ ახლახან შევუერთდით აზიის განვითარების ფონდს, რათა მადლიერებით დავაბრუნოთ ის მხარდაჭერა, რომელიც თანამშრომლობის პირველ დღეებში მივიღეთ. ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტები ამ რთულ გარემოში კვლავაც მდგომარეობს მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და უარყოფითი ზემოქმედებისადმი მედეგობის, გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფაში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა ქვეყანა კვლავ ინარჩუნებს გონივრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და განაგრძობს რეფორმებს.

„ჩვენი პრიორიტეტები ამ ცვალებად გარემოში კვლავ არის მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ნეგატიური გრძელვადიანი მდგრადობის სფეროში არსებული გავლენების დაძლევა, ფისკალური კონსოლიდაცია, კაპიტალური ინვესტიციების ხელშეწყობა, დიდი პოტენციალების ათვისება, სტრუქტურული რეფორმების განხორციელება და დაკავშირებადობის უნარების გაზრდა. ნათელი მომავლისკენ ხიდის ასაგებად საჭიროა ძლიერი რეგიონული სინერგია და განვითარებაზე ორიენტირებულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა. ყველა თქვენგანს დიდ წარმატებას ვუსურვებ ამ გზაზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

08ნოემბერი დღე თვე წელი
2024 07.11 01.11 01.01
  07.11 07.11
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 779.02 027.0 1 577.3
შემოსულობები : 60.8
343.421 286.3
მ.შ გადასახადები :42.8
299.416 837.5
გადასახდელები : 70.1600.7
21 093.9
ნაშთი ბოლოს : 1 769.7 1 769.71 769.7

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ნოემბერი>
ორსაოთხუპაშაკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2024 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა