2024 წლის 14 მაისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N27 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 40 000 000 ლარი.
დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.050%, მაქსიმალური 8.100%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.063%.