2024 წლის 4 ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N31 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 32 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.950%, მაქსიმალური 8.100%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.988%.