2024 წლის 4 ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N32 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2.6 წლიანი ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 77 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.980%, მაქსიმალური 8.600%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.119%.