2024 წლის 6 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N44 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 3.4 წლიანი ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 139 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.000%, მაქსიმალური 9.149%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.082%.