2024 წლის 13 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N46 აუქციონზე გაიყიდა 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 9.9 წლიანი ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 122 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.498%, მაქსიმალური 9.539%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.512%.