2024 წლის 10 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N51 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 70 000 000 ლარი.
დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.710%, მაქსიმალური 7.790%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.738%.