2024 წლის 17 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N53 აუქციონზე გაიყიდა 75 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 7.5 წლიანი საწყისი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 173 750 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.644%, მაქსიმალური 8.699%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.658%.