2024 წლის 24 სექტრემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N54 აუქციონზე გაიყიდა 85 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 4.9 წლის ნარჩენი ვადიანობის ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 176 600 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.300%, მაქსიმალური 8.500%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.465%.