2024 წლის 2 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N9 გამოსყიდვის აუქციონზე გამოსყიდულ იქნა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 0.7 წლის ნარჩენი ვადიანობის (საწყისი ვადიანობით 5.3 წელი) მქონე სახაზინო ობლიგაციები. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ერთმა კომერციულმა ბანკმა. დაფიქსირებული მაქსიმალური გადახრა თეორიული საბაზრო საპროცენტო განაკვეთიდან: -0.25%.