2024 წლის 15 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N59 აუქციონზე გაიყიდა 75 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6.8 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 117 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.320%, მაქსიმალური 8.590%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.385%.