2024 წლის 22 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N60 აუქციონზე გაიყიდა 100 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 4.8 წლის ნარჩენი ვადიანობის ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 255 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.300%, მაქსიმალური 8.370%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.353%.