2024 წლის 10 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N69 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 40 183 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.580%, მაქსიმალური 7.720%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.661%.