2024 წლის 10 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N70 აუქციონზე გაიყიდა 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 9.6 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 67 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.549%, მაქსიმალური 8.600%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.579%.